среда, 1 апреля 2009 г.

რელიეფი


 კახეთის სოფლები, რომლებიც ძირითადად გორაკ-ბორცვებზეა გაშენებული, ერთიანი ზოლის სახით რკალივით აკრავს ალაზნის ველს. ანაგაც ერთ-ერთი იმ სოფელთაგანია, რომელიც გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზეა შეფენილი და ფართოდ იშლება ალაზნის ვაკისკენ.

  ანაგა ზღვის დონიდან საშუალოდ-400 მ-ის სიმაღლეზეა.

გორაკ-ბორცვიანი რელიეფი-500-600 მ-ის სიმაღლეზე, ვაკე რელიეფი კი-200-300 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს.

  სჭარბობს საშუალო დახრილობის ფერდობები, ეროზიულ-დენუდაციური და ეროზიულ-აკუმულაციური რელიეფის ფორმებით., რაც დაკავშირებულია ზედაპირული წყლების მოქმედებასთან. ეროზიულ ფორმებს მიეკუთვნება სოფელში არსებული ხევები.

შულ სამი ხევი: 1. კულანჯის ხევი– კარდენახსა და ვაქირს შორის; 2. მთავარანგელოზის ხევი–შუა სოფელში; 3. ზარიაულის ხევი–ანაგას და ვაქირს შორის.

  სოფლის ბოლოს, ალაზნის ვაკეზე წარმოდგენილია დენუდაციის და ეროზიის შედეგად გადატანილი მასალის დალექვის და დაგროვების შედეგად წარმოქმნილი რელიეფის მოვაკებული ფორმები. ასევე დროებითი ნაკადების მიერ მოტანილი მასალა.

  გორაკ-ბორცვიანი რელიეფი აგებულია პალეოგენური და ნეოგენური ასაკის ქვიშაქვებით, თიხებითა და კონგლომერატებით. ვაკე რელიეფი კი მეოთხეული ნაფენებით, ქვაღორღებით, ქვიშებით, თიხნარებით და თიხებით.

  ნიადაგები ყავისფერია. სწორედ აღმოსავლეთ საქართველოს გორაკ-ბორცვიან ზონაშია, ყველაზე ხელსაყრელი პირობები, ტიპიური ყავისფერი ნიადაგების განვითარებისათვის მუხნარის, მუხნარ-რცხილნარი ტყის და შიბლიაკის მცენარეულობის ქვეშ. მათთვის კარბონატების შემცველობა დამახასიათებელია ნიადაგის შუა ნაწილიდან.